LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანისთვის მიუღებელი კანდიდატები ყველაზე დაბალ ქულებს იღებენ – ზაზა ხატიაშვილი

148

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ პრეზიდენტი, ზაზა ხატიაშვილი, აპირებს, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეების შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს ასამბლეის სპეციალურ კომიტეტს კიდევ ერთხელ მიმართოს.

ხატიაშვილის თქმით, მისთვის მიუღებელია ის პროცედურები, რომლითაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეებს არჩევს.

თეა წულუკიანისთვის მიუღებელი კანდიდატები ყველაზე დაბალ ქულებს იღებენ, რომლითაც შეუძლებელია, შემდგომ კანდიდატი ოთხეულში ან ხუთეულში მოხვდეს. მაგალითად, ავიღოთ პროფესორი კონსტანტინე კორკელია, რომელმაც იმაზე მეტი წიგნი დაწერა, ვიდრე კომისიის წევრებს გვაქვს წაკითხული. კორკელია ლექციებს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში კითხულობს. მან კომისიის 13 წევრიდან 5 ერთიანი და ორი სამიანი მიიღო. ასეთი ქულებით გამორიცხულია, რომ კანდიდატი მეორე ტურში გადავიდეს. ასევე მოხდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქურთან დაკავშირებითაც, რომელსაც შვიდი ერთიანი დაუწერეს. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა სამართლებრივი. მე პერსონების წინააღმდეგ არ ვიბრძვი. ეს პრობლემა უნდა გამოსწორდეს“, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები