“ეს არის პროფესიონალების ის დიდი ჯგუფი, რომლებიც ჩუმად არიან, თავის საქმეს აკეთებენ და ბოლო არაერთი წლის მანძილზე, 20-25 წლის მანძილზე, როდესაც ჩვენ სისხლით და გაჭირვებით აღვადგინეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, არიან მოლოდინის და იმედის რეჟიმში.
მე, რა თქმა უნდა, გამიხარდება, თუკი — როდესაც 2024 წელს, არჩევნების შედეგად, სავარაუდოდ, თანამდებობას დავტოვებ — ვნახავ, რომ ამ იმედების რაღაც პროცენტი გავამართლე”.
გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა წულუკიანს უთხრა, რომ კრიტიკოსები მას ადანაშაულებენ თეატრის სფეროში ე.წ. ჟანდარმერიის შექმნაში, კრიტიკულად განწყობილი რეჟისორების ჩამოშორებასა და მისდამი ლოიალური კადრების დანიშვნაში.
რის საპასუხოდაც მინისტრმა რამდენიმე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, მათ შორის, ლევან გაბრიაძის, რობერტ სტურუას, ნაზო სულუაშვილის სახელები ჩამოთვალა და დასძინა:
“თუკი ამ ღვაწლმოსილ ადამიანებს ვინმემ შეიძლება ვიღაც წულუკიანისადმი ლოიალობა დასწამოს, მე ვფიქრობ, ეს მათი შეურაცხყოფაა, პირველ რიგში, თორემ ეს ჩემზე, რა თქმა უნდა, არ მოქმედებს.
მე ვცდილობ, მივიღო ის გადაწყვეტილებები, შესაბამის კომპეტენტურ ადამიანებთან ერთად, რომლებიც არიან სარეკომენდაციო საბჭოში და არამხოლოდ მათთან ერთად: მე ძალიან ბევრ ადამიანს ვუსმენ“. – აღნიშნა წულუკიანმა