LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა გვასალია: „ზოგისთვის ღალატი არ არის დიდი ტრაგედია და თუ ქმარი ოჯახს არაფერს აკლებს, თვალის დახუჭვა ურჩევნია…“

205
teagvasalianews

ჟურნალისტი და მთარგმნელი, თეა გვასალია ჟურნალ „გზის“ კითხვას პასუხობს ეჭვიანობის შესახებ და აღნიშნავს:

„ზოგიერთს ეჭვიანობის რეალური მიზეზი აქვს, მაგრამ არ იმჩნევს. ამ ხალხს უღირს ღალატზე თვალის დახუჭვა… ასეთ დროს ვინ როგორ მოიქცევა, ამის განსაზღვრა  და უნივერსალური რეცეპტების გაცემა რთულია. ზოგისთვის ღალატი არ არის დიდი ტრაგედია და თუ ქმარი ოჯახს არაფერს აკლებს, თვალის დახუჭვა ურჩევნია. ზოგისთვის მსგავსი რამ მიუღებელია. ადამიანს გააჩნია: ვისაც უღირს ოჯახის და იმ ადამიანის შენარჩუნება, რომელიც მის გვერდითაა, ალბათ, ასე ურჩევნია და ეს სხვების განსასჯელი არ უნდა იყოს. თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია და უფლება აქვს, თავისი ცხოვრება თვითონვე წარმართოს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები