LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა გვასალია: „პოლიტიკის იქით ვერაფერს ხედავთ!.. გავაპროტესტოთ, რას ვაჭმევთ ჩვენს შვილებს!..“

3846
tgvslnws

თეა გვასალია სოციალურ ქსელში საზოგადოებას იმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს, თუ რას ვჭამთ და რას ვაჭმევთ ჩვენს შვილებს. როგორც ცნობილი ჟურნალისტი წერს, პოლიტიკის იქით ვერაფერს ვხედავთ:

„ხალხო, ამ პოლიტიკის იქით რომ ვერაფერს ხედავთ! რა დროს ვანო და უგულავაა! ის გავაპროტესტოთ, რას ვაჭმევთ ჩვენს შვილებს! პროდუქტი აღარ დარჩა, რამე უბედურება არ ჰქონდეს გარეული. საქონელს და ქათმებს ანტიბიოტიკებით და ათასი მამაძაღლობით კვებავენ, რაც მათი ხორციდან, რძიდან და კვერცხიდან ჩვენს ორგანიზმში ხვდება! ბოსტნეულს რა პესტიციდებს და ნიტრატებს აყრიან, არავინ იცის. რძის პროდუქტების უმეტესობა საეჭვო, იაფფასიანი რძის ფხვნილისგან მზადდება. საკონდიტრო ნაწარმი არ არსებობს პალმის ზეთით არ იყოს გაკეთებული, კონსერვანტებზე და ემულგატორებზე რომ არაფერი ვთქვათ. თაფლი რომ თაფლია, ისიც ანტიბიოტიკებითაა გაძეძგილი. ყველში რძის გარდა ყველაფერია! ძეხვების და სოსისების შემადგენლობა ჯობია არც ვიკითხოთ!!! საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებით არსებული სახელმწიფო რეგულაციები არის ლოიალური და არასაკმარისი!!! სანქციები -სასაცილო!!! ან ნაცები რაში გადარდებთ, ან ქოცები, თუ მთელი ქვეყანა ერთ დიდ ონკოლოგიურ კლინიკად იქცა!!!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები