ვისაც გახსოვთ „თეთრი ბაირაღები“, ოთარ მეღვინეთუხუცესის გმირიც გემახსოვრებათ – ისიდორე, რომელიც ციხეში მკვლელობისთვის ზის. როგორც ახლახან „ფარულ კონვერტში“ ცნობილმა მოცეკვავემ, თეა დარჩიამ აღნიშნა, ისიდორე მისი ბაბუის პროტოტიპია.
„ბაბუაჩემი ნიკოლოზ დეკანოზიშვილი იყო დედაჩემის მამა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომი გამოიარა, ჩავიდა ბერლინამდე…
დედაჩემი იყო 16 წლის, პურზე გაუშვეს და აღა დაბრუნდა, მოიტაცა ვინმე აბულაძემ და ცოლად მოიყვანა. გადის დრო… აღმოჩნდა, რომ ის მთლად კარგი ადამიანი არ იყო. დედაჩემს გაუჩნდა ჩემი უფროსი და, ნანა აბულაძე. დედაჩემი დაიტანჯა, ეს კაცი თამაშობდა, აგებდა დიდი რაოდენობით თანხებს, წააგო ყველაფერი, რაც დედაჩემს და დედაჩემის ოჯახს ჰქონდა. ერთ დღეს მისმა მეგობარმა უთხრა დედაჩემს, მოჰკიდე ხელი ბავშვს და სახლში დაბრუნდიო. დეტალებში არ ვიცი, რა მოხდა… ჩემთვის ეს ამბავი სერიოზული შოკი იყო. დედა ჩემს დაიკოსთან ერთად დაბრუნდა სახლში.
ჩემი ბებია-ბაბუა და ბიძა იყვნენ სახლში. მოვიდა დედაჩემის ქმარი და თქვა, რომ ჯიბეში ყუმბარა ედო, უთხრა, თუ არ გამოუშვებდნენ მის ცოლ-შვილს, ყველას ააფეთქებდა. სიტყვამ ვერ გაჭრა, ბაბუაჩემმა გამოიტანა თავისი იარაღი შესაშინებლად, არასდროს იყო დატენილი, მაგრამ იმ დღეს დატენილი აღმოჩნდა. გაისროლა და ადგილზე მოკლა შვილის ქმარი… ბაბუაჩემი დაიჭირეს… ნოდარ დუმბაძე ესწრებოდა ყველა სასამართლოს. დედაჩემს სთხოვა, ამ ისტორიას წიგნში გამოვიყენებო და დედაჩემმა უარი არ უთხრა…“