Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
თეა დარჩია და საიდუმლო ბარათები შეყვარებულებს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა დარჩია და საიდუმლო ბარათები შეყვარებულებს

1777
273539212-360927222262620-4912420931260495362-n

14 თებერვალს კონცეპტArt თბილისის მარიოტთან ერთად ვალენტინობის საღამოსთვის ემზადება. მოსულ სტუმრებს დახვდებათ  მარიოტის მთავარი შეფის ხელწერით შექმნილი განსაკუთრებული მენიუ და ყველასთვის საყვარელი მელოდიები Vaniano  ვანო  ხაჩიძის (აკორდეონი)  შესრულებით. აგრეთვე, უცხოეთში მოღვაწე ქართველი მხატვრის დავით აფციაურის ნახატების გამოფენა.

საღამოს სპეციალური სტუმარი იქნება განუმეორებელი  თეა დარჩია, რომელთან ერთადაც შეყვარებულ წყვილებს შეეძლებათ რამდენიმე ილეთის სწავლა და შემდეგ გამეორება. საუკეთესო წყვილს თბილისი მარიოტი სასტუმროს ნომერს დაუთმობს საჩუქრად. 14 თებერვლის საღამოს ასევე შეგეძლებათ მოუსმინოთ კიდევ ერთ სპეციალურ სტუმარს – მონატრებულ ქეთი ფარესაშვილს.

 თეონა ჯორბენაძე / პროექტის პროდიუსერი:

სადაც სიყვარულია, იქ რომანტიზმთან ერთად უნდა იყოს ინტრიგაც. ამიტომ ჩვენს მხატვართან დავით აფციაურთან ერთად ვქმნით სპეციალურ ბარათებს, შეყვარებულები შეავსებენ, გაცვლიან, კონვერტი დაილუქება  და მხოლოდ მეორე დღეს შეეძლებათ გახსნა. მიხარია, რომ მრავალი წლის შემდეგ დათო დაბრუნდა საქართველოში და  მისი ნამუშევრები 14 თებერვალს გამოიფინება. თეასთან ერთად ხომ სიცოცხლე გიხარია ადამიანს, რა თქმა უნდა, იმროვიზირებული ცეკვის ვიდეოს ამ საღამოსაც დავდებთ, ოღონდ ჯერ ვერ გაგიმხელთ ვისთან ერთად იცეკვებს თეა.

თეა დარჩია: კონცეპტArt-თან და თეოსთან ერთად ექსპრომტი   ვიდეოების გადაღება დაიწყო ნიკოლოზ რაჭველისგან, შემდეგი იმპროვიზირებული ცეკვები იყო დათუნა ალადაშვილთან, ვაკო შიუკაშვილი, გიორგი გიგაშვილთან, 14 თებერვლის ამბავი ჯერჯერობით საიდუმლოა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები