სერიის პირველი ეტაპი 2 აპრილს, რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკზე გაიმართება და მასში ქართველი დავით ქაჯაია იასპარეზებს.
შვიდი ბრენდის მიერ მომზადებული სარბოლო ავტომობილებია. TCR-ის დებიუტანტები არიან „აუდი“ და „კია“. მოგვიანებით შესაძლოა რბოლებში „პეჟოს“ და „ჰიუნდაის“ ავტომობილებიც გამოჩნდეს.
„TCR-ის საერთაშორისო სერია თავის მესამე სეზონს კიდევ უფრო გაზრდილი ხვდება. ჩვენ მოხარულნი ვართ მასში ახალი ბრენდების ჩართვით, როგორებიცაა „აუდი“ და „კია“. გვყავს ახალი გუნდები. ასევე გადავწყვიტეთ, შეგვეცვალა ევროპული თასის ფორმატი და მისი რამდენიმე მონაწილე, საერთაშორისო სერიის ზოგიერთ ეტაპზე იასპარეზებს“, – ამბობს სერიის დამაარსებელი და პრომოუტერი მარჩელო ლოტი.
რუსთავის ეტაპზე 16 პილოტი იასპარეზებს, მეორე ეტაპზე კი, რომელსაც ბაჰრეინის სახირის ტრეკი, ფორმულა 1-თან ერთად უმასპინძლებს, 18 პილოტი გამოვა. სრული შემადგენლობა TCR-ის მესამე ეტაპზე, ბელგიის სპა ფრანკორშანზე გამოვა
სერიის მოქმედმა ჩემპიონმა, შვეიცარიელმა სტეფანო კომინიმ გუნდი და მანქანა შეიცვალა და თავისი ტიტულის დაცვას „კომტოიუ რეისინგის“ „აუდი RS3 LMS-ით“ ეცდბა.
დათა ახალაია ახალი სეზონიდან ახალ გუნდში გადავიდა და რბოლებში „ალფა რომეო ჯულიეტათი“ მიიღებს მონაწილეობას. დათას ახალი გუნდია „GE-ფორსი“, სადაც მისი თანაგუნდელი იქნება ძველი მეტოქე, სერბი დუშან ბორკოვიჩი. ბორკოვიჩი გამოცდილი პილოტია და პილოტირების აგრესიული მანერით გამოირჩევა.
TCR-ის საერთაშორისო სერიის გუნდები და პილოტები
N1 სტეფანო კომინი (შვეიცარია, კომტოიუ რეისინგი) აუდი
N2 ჟან-კარლ ვერნეი (საფრანგეთი, ლეონარდ რეისინგი) ფოლკსვაგენი
N3 მოგვიანებით გამოქვეყნდება (ლეონარდ რეისინგი) ფოლკსვაგენი
N5 რობერტო კოლჩაგო (იტალია, M1RA) ჰონდა
N6 მოგვიანებით გამოქვეყნდება (კომტოიუ რეისინგი) აუდი
N7 უგო ვალენტე (საფრანგეთი, ლუკოილ კრაფტ-ბამბუ) სეატი
N9 ატილა ტაში (უნგრეთი, M1RA) ჰონდა
N10 ჯანი მორბიდელი (იტალია, ვესტ ქოუსტ რეისინგი) ფოლკსვაგენი
N11 იენს რენო მიოლერი (დანია, რენო რეისინგი) ჰონდა
N16 დავით ქაჯაია (საქართველო, GE-ფორსი) ალფა რომეო
N18 დანკან ენდე (აშშ, იკარუს მოტორსპორტსი) სეატი
N21 ჯაკომო ალტოე (იტალია, ვესტ ქოუსტ რეისინგი) ფოლკსვაგენი
N23 პიერ-ივ კორტალსი (ბელგია, DG სპორტი) ოპელი
N31 მილოვან ვესნიჩი (სერბეთი, ASK ვესნიჩი) აუდი
N34 სტიან პაულსენი (ნორვეგია, სტიან პაულსენ რეისინგი) სეატი
N54 ჯეიმს ნაში (ბრიტანეთი, ლუკოილ კრაფტ-ბამბუ) სეატი
N55 ფერენც ფიშა (უნგრეთი, ზენგო მოტორსპორტი) კია
N62 დუშან ბორკოვიჩი (სერბეთი, GE-ფორსი) ალფა რომეო
N70 მატ’ო ჰომოლა (სლოვაკეთი, DG სპორტი) ოპელი
N74 პეპე ორიოლა (ესპანეთი, ლუკოილ კრაფტ-ბამბუ) სეატი
N75 მოგვიანებით გამოქვეყნდება (ზენგო მოტორსპორტი) კია
-. პილოტი უცნობია (იკარუს მოტორსპორტი) სეატი
-. პილოტი უცნობია (ზელე რეისინგი) სეატი
სარბოლო მოდელები
აუდი RS3 LMS
ფოლკსვაგენ გოლფ GTi TCR
ჰონდა სივიკ TCR
ალფა რომეო ჯულიეტა TCR
ოპელ ასტრა TCR
კია სიი’დ TCR