TCR SA-მა TCR International Series-ის 2017 წლის აქტივობების კალენდარი გამოაქვეყნა. როგორც გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, სეზონი სტარტს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომიდან აიღებს. საქართველოს შემდეგ ღონისძიება ბაჰრეინსა და მონაკოში გრძელდება, რის შემდეგაც აქტივობა ევროპისა და აზიის კონტინენტზე ინაცვლებს.
როგორც რალის ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი მოხარულები არიან სამი ახალი ადგილმდებარეობით. მათ შორის ერთ-ერთია საქართველო.
2017 TCR International Series – ღონისძიებების წინასწარი ჩამონათვალი
2 აპრილი – საქართველო, რუსთავის ინტერნაციონალური მოტოპარკი;
16 აპრილი – ბაჰრეინი, International Circuit (F1 event);
7 May – ბელგია, Circuit de Spa-Francorchamps, Belgium (WEC event);
28 May – მონაკო, Circuit de Monaco (F1 event);
11 June – ავსტრია, Salzburgring;
2 July – ბუდაპეშტი, Hungaroring;
9 July – გერმანია, Motorsport Arena Oschersleben;
3 September – ტაილანდი, Chang International Circuit, Buriram, Thailand;
8 October – კორეა / ჩინეთი
26 November – აბუ დაბი Yas Marina Circuit (F1 event).