LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტბის სანაპიროზე მყოფმა ტურისტებმა ჩამოვარდნილი თვითმფრინავის პილოტი გადაარჩინეს

36
Capture

აშშ-ში „ლედი ბერდის“ ტბაზე თვითმფრინავი ჩამოვარდა. პილოტს ძალიან გაუმართლა რადგან იქვე იმყოფებოდნენ სერფერები, რომლებმაც მისი გადარჩენა შეძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას New York Post ავრცელებს.

ავიაკატასტროფა ტეხასის შტატში რამდენიმე დღის წინ მოხდა. პილოტი ერთადგილიანი მსუბუქი ხომალდით Cessna T-206-ით საცდელ ფრენას ასრულებდა, როცა მექანიკური პრობლემის გამო შტურვალი ვეღარ დაიმორჩილა და ტბაში ჩავარდა. კატასტროფის შემდეგ მამაკაცმა ლაინერიდან გამოღწევა დამოუკიდებლად შეძლო.

მომხდარი ტბაზე დასასვენებლად მყოფმა ტურისტებმა შეამჩნიეს, სასწრაფოდ წყალში შეცურეს და პილოტი ნაპირზე ამოიყვანეს.

თვითმხილველთა განცხადებით, მამაკაცი დაჭრილი იყო და თან შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მოგვიანებით ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და პირველადი დახმარებაც აღმოუჩინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები