თბილისში მიმდინარე მშენებლობებეთან დაკავშირებით საზოგადოების უკმაყოფილება სულ უფრო მატულობს, რადგან ახალი კორპუსები, ძირითადად, ყველანაირი ნორმის დარღვევით შენდება და რაც მთავარია, უკვე აშენებულ კორპუსებში მცხოვრებთა ინტერესებს აზიანებს.
ამჯერად უკმაყოფილებას facebook-ზე გამოთქვამენ და წყნეთის გზაზე მშენებარე კორპუსის ფოტოებს აქვეყნებენ, სადაც ჩანს, რომ ახალი კორპუსის გამო, ძველის ფანჯრები ილუქება და აივნები უქმდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს ბინები შესაძლოა, საერთოდ დღის სინათლის გარეშე დარჩეს.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=2250715244945433&set=a.921540057862965.1073741872.100000209380071&type=3&theater