LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისთან ახლოს, კოჯორში თანამედროვე სტანდარტების მულტიფუნქციური სივრცე მოეწყო

199
249168528-4857727970974715-2825597532229024255-n

კოჯორში, აზეულას ქუჩაზე, 6 000 კვ.მ. ფართობზე, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით ახალი სკვერი მოეწყო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში, საბავშვო ზონები, სპორტული მოედანი და ტრენაჟორები განთავსდა. მოეწყო საფეხმავლო და ველო ბილიკები, სარწყავი სისტემა. სრულად შეიცვალა და მხატვრული ეფექტით განახლდა განათების სისტემა. საპარკე სკამები და ურნები დამონტაჟდა. ასევე, ტერიტორიაზე მწვანე საფარი სრულად შენარჩუნდა და ახალი ნარგავებიც გაშენდა.

სამუშაოებისთვის მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 737 ლარი გამოყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები