თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, გუშინ გვიან ღამით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ, ცივი იარაღითაა დაჭრილი. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.