LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ველოსიპედით მოძრავ 65 წლის კაცს ავტომობილი დაეჯახა

_103642055_gettyimages-864998022

დავით აღმაშენებლის ხეივანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ველოსიპედით მოძრავ 65 წლის კაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა თბილისში გუშინ მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ავტომობილის მძღოლი ადგილიდან არ მიმალულა. მიმდინარეობს ექსპერტიზა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები