LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ტრანზიტული რეჟიმის დარღვევისთვის ჯარიმის ოდენობა 500 ლარამდე იზრდება

30

„თბილისში ტრანზიტული რეჟიმის დარღვევისთვის ჯარიმის ოდენობა 20-დან 500 ლარამდე იზრდება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, შესაბამისი ცვლილების ინიცირება პარლამენტში მოხდება.

„ვფიქრობ, რომ ჯარიმა 500 ლარამდე უნდა გაიზარდოს, რადგან მცირე ჯარიმის გამო, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში სატრანზიტო მოძრაობა აკრძალულია, მძღოლები მაინც არღვევენ. შესაბამისი ცვლილება საკანონმდებლო პაკეტშია ჩადებული“, – აღნიშნა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები