LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში Toyota Center Tegeta-ს მიერ ორგანიზებული Toyota Tegeta Fest გაიმართება

381

თბილისში Toyota Center Tegeta-ს მიერ ორგანიზებული Toyota Tegeta Fest გაიმართება.  როგორც „ფორტუნას“ ცენტრიდან აცნობეს, „ტოიოტას ფესტივალი“ 12 ივნისი, 12:00-19:00 საათამდე, „ლისი ლაუნჯში“ ჩატარდება.

მათივე ინფორმაციით,  „ტოიოტას“ ახალი ოფიციალური დილერი საქართველოში TOYOTA-ს ორ ახალ მოდელს, RAV4-სა და FORTUNER-ს წარმოადგენს. დამსწრე საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს „ტესტ დრაივით“ და თავად გამოსცადოს ავტომობილები.

„იაპონური თემატიკით გაფორმებულ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს, ბავშვებთან ერთად, უამრავი სიურპრიზი ელოდებათ. ფესტივალს, რომელიც სხვადასხვა აქტივობებით იქნება დატვირთული, გააფორმებს მუსიკალური ბენდი ”გუფილენდი”, ღონისძიებას კი ნიკა გრიგოლია წაიყვანს“, – განაცხადეს Toyota Center Tegeta-ში.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იქნება და შეეძლება ყველა მსურველს, რომელიც გაივლის რეგისტრაციას „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“-ს ოფიციალურ საიტსა და Facebook-ის გვერდზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები