LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში „თეგეტა მოტორსის“ ახალი სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

193

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე „თეგეტა მოტორსმა“ ახალი სავაჭრო ობიექტი გახსნა, სადაც წარმოდგენილია მხოლოდ სპეცტექნიკის ნაწილები, ზეთები, საპოხი მასალები, ფილტრები, საბურავები, აკუმულატორები, დამატებითი მოწყობილობები და სხვა აქსესუარები.

“აღნიშნულ სეგმენტზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, გადავწყვიტეთ, ცალკე მაღაზიაში წარმოგვედგინა ნებისმიერი კატეგორიის სპეცტექნიკის როგორც სათადარიგო ნაწილები, ასევე სხვა აქსესუარები. აქ მომხმარებელს დახვდება მსოფლიო ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორც ორიგინალი, ისე ალტერნატიული და ბიუჯეტური პროდუქცია”, -აცხადებენ ”თეგეტა მოტორსში”.

მათივე ინფორმაციით, მაღაზია მოემსახურება, როგორც საცალო ასევე კორპორატიულ მომხმარებელს. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე განვადებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები