მკვლელობა თბილისში – ვარკეთილში შუახნის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ტაქსის მძღოლი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.