LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ტაქსის მძღოლები რეგისტრაციას გაივლიან

62

ტაქსების რეგულირების დოკუმენტის მიხედვით, დედაქალაქში მოძრავ ტაქსისტს რეგისტრაცია მოუწევს. თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, სფეროს რეგულირების პროცესი, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან დაიწყება და რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.

”დავიწყებთ მინიმალური რეგულაციებით. გვესმის, რომ ამ სფეროში ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული და მათთვის აქედან მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვანია. ამიტომ ვცდილობთ რეგულაციები ეტაპორბივად შემოვიდეს. ეს არ იქნება მძიმე და ძვირადღირებული. საუბარია ელემენტარულ რეგულირებაზე, რომელსაც დაექვემდებარება როგორც მძღოლი, ასევე ავტომობილი”, – განაცხადა ლექვინაძემ.

მისივე თქმით, მუშავდება რეგულაციები, თუ რა ტექნიკურ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ავტომობილი. რაც შეეხება მძღოლის ნაწილს, ეს მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მის უნარ-ჩვევებთან იქნება დაკავშირებული.

თუ ვინ იქნება ნებართვის გამცემი ორგანო და ვინ მაკონტროლებელი, ლექვინაძის განმარტებით, აღნიშნული საკითხი ჯერ კიდევ დამუშავების ეტაპზეა.

”გადრა ამისა, სამუშაო დოკუმენტში ასახულია სტიმულირების მექანიზმები, თუ როგორ შეიძლება სტიმული მივცეთ იმ მეწარმეებს და ფიზიკურ პირებს, რომლებიც ამ საქმიანობაში არიან ჩართულები”, – აღნიშნა ლექვინაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები