LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ტაქსები თეთრი ფერის იქნება

250

თბილისში ტაქსები, სავარაუდოდ, თეთრი ფერის იქნება. მძღოლებს ვალდებულება, რომ მოქალაქეებს ტაქსით მომსახურება თეთრი ფერის მანქანებით შესთავაზონ, 2019 წლის მეორე ნახევრიდან ექნებათ.

გარდა ამისა, ოქტომბრიდან, სამკარიანი ავტომობილები და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ტაქსის სერვისის გაწევას ვეღარ შეძლებენ.

“ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის ქალაქში გამოიყოფა სპეციალური პარკირების ადგილები, რომელიც იქნება მათთვის უფასო. გარდა ამისა, მათ საკუთარ ავტომობილებზე ექნებათ გამოყოფილი კონკრეტული ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება რეკლამის გაკეთება და რეკლამიდან შემოსული თანხა იქნება მათი პირადი საკუთრება. ასევე, მანათობელი ტაქსის ნიშანი, რომელსაც დაამზადებს მერია, ტაქსებს გადაეცემათ უფასოდ”, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერიამ ტაქსებთან დაკავშირებული საკითხის რეგულირება დაიწყო. ამ ეტაპზე დედაქალაქში მოძრავი ტაქსების აღრიცხვა მიმდინარეობს. მძღოლებმა რეგისტრაცია 1-ელ ნოემბრამდე უნდა გაიარონ და შესაბამისი მომსახურების გაწევისთვის საჭირო ნებართვა აიღონ.

2018 წლის ნოემბრიდან ლიცენზიის გარეშე ტაქსის სერვისის გაწევის შემთხვევაში მძღოლები დაჯარიმდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები