LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ტანსაცმლის კიდევ ერთი ბრენდული მაღაზია იხურება

1589
74235534-2133752566921711-6695752481437122560-o

საქართველოში მუშაობას ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, დეკორისა და აქსესუარების ბრენდი „იარგიჯი“ წყვეტს. როგორც მაღაზიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ, ბრენდმა სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლის“ ფილიალი უკვე დახურა, მეორე ფილიალი კი, რომელიც საბურთალოს „სითი მოლში“ მდებარეობს 15 ივლისამდე იმუშავებს. მაღაზიაში სასურველ პროდუქციას 70%-მდე ფასდაკლებით შეიძენთ.

„მოასწარი!!!! მაღაზია Yargici დაკეტვასთან დაკავშირებით გთავაზობთ ლიკვიდაციას სრულ კოლექციაზე“, – აცხადებენ „იარგიჯი“- ში.

ცნობისთვის, ბრენდი „იარგიჯი“ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან იყო წარმოდგენილი და 2 ფილიალს ფლობდა.

შეგახსენებთ, პანდემიამ სერიოზული ზიანი მიაყენა უამრავ ადგილობრივ, თუ საერთაშორისო ბრენდს. შემცირებული რეალიზაციის გამო, მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ცნობილი ბრენდი ხურავს მაღაზიებს. მაგალითისთვის, Zara-ს მფლობელი კომპანია Inditex-ი მსოფლიოს მასშტაბით აპირებს 1200-მდე მაღაზიის დახურვას. ტანსაცმლის პოპულარული რითეილერი ცდილობს, ონლაინ გაყიდვების გაზრდას იმ ქაოსის გამო, რაც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ Zara-ს მაღაზიების შემცირებაზე საქრთველოში ჯერჯერობით საუბარი არ არის.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები