თბილისში, თამარაშვილისა და წერეთლის ქუჩების კვეთასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მუნიციპალური ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარის შედეგად არავინ დაშვებულია, დაწყებულია ადმინისტრაციული საქმის წარმოება, რომლის ფარგლებშიც, უწყების თქმით, სამართალდამრღვევი მძღოლი დაჯარიმდება.
შსს-ში არ აკონკრეტებენ, ავტობუსის მძღოლი დაჯარიმდება თუ მსუბუქი ავტომობილის.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, დაზიანებული ავტობუსი უკვე სადგომზე გადაიყვანეს და მის ნაცვლად სათადარიგო ავტობუსი იმოძრავებს.