LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში სტინგისა და კრის ბოტის კონცერტი გაიმართება

97

27 და 28 თებერვალს თბილისის საკონცერტო დარბაზში SOLO სტინგის და კრის ბოტის კონცერტს გამართავს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, გრემის მფლობელი ორი ლეგენდარული მუსიკოსი 2 საათის განმავლობაში ცოცხალი მუსიკითა და შესრულებით წარდგებიან მსმენელის წინაშე და შეთავაზებენ ჯაზის, პოპისა და როკის საინტერესო სინთეზს. ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი და შემსრულებელი სტინგი ქართველი მსმენელის წინაშე ერთი საათის განმავლობაში იმღერებს და თავისი რეპერტუარიდან ისეთ ჰიტებს შეასრულებს როგორებიცაა – Desert Rose, Every breath You Take და Shape of My Heart.

კრის ბოტი და სტინგი, ასევე ერთობლივად შეასრულებენ მსმენელისთვის ნაცნობ და საყვარელ კომპოზიციებს – When I Fall In Love, Concierto de Aranjuez, The Very Thought of You.

“ამერიკაში ყველაზე წარმატებული ჯაზ-ინსტრუმენტალისტი, არტისტი და მუსიკოსი კრის ბოტი, რომელიც კარგად იცნობს ქართველ მსმენელს, საქართველოში ბრუნდება. იგი ერთი საათის განმავლობაში სრულიად განსხვავებული საკონცერტო პროგრამით, ვირტუოზ ბენდთან ერთად წარსდგება. ბილეთების გაყიდვა მიმდინარეობს. თითოეულ SOLO მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს ორი ბილეთი. ბილეთის ფასი 200 ლარიდან იწყება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები