თბილისში, წერეთლის გამზირზე, ავტოფარეხების ნაცვლად, კიდევ ერთ სკვერს მოაწყობენ.
მერიის პრესსამსახურის უფროსის მანანა თოქმანჯიშვილის ინფორმაციით, ამჟამად კახა კალაძის ინიციატივაზე თანხმობა წერეთლის N99-ში მცხოვრებლებმა გამოთქვეს.
“და ისევ წერეთლის გამზირი, ამჯერად #99-ის მოსახლეობა თანახმაა მოხდეს ავტოფარეხების დემონტაჟი”, – წერს მანანა თოქმანჯიშვილი და ავტოფარეხების ფოტოებს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ მათ ძირითადად სათავსოებად გამოიყენებენ.