თბილისში შემოსვლასთან დაკავშირებით საავტომობილო გზაზე შეზღუდვა არ არის დაწესებული.
როგორც საავტომობილო გზების დეპარრტამენტში აცხადებენ, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოვლით (შემოსავლელ) საავტომობილო გზაზე, მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რთული მეტეოროლოგიური პირობების, ლიპყინულის, ქარისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, მოძრაობა დაახოლებით 3 საათის განმავლობაში აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, აკრძალულია მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
როგორც პრესსამსახურში განმარტავენ, თბილისის შემოვლითი გზა იწყება ზაჰესის ხიდიდან და უერთდება რუსთავი-წითელი ხიდის გზას. აღნიშნული გზით კი უმეტესად ტრანზიტული ტრანსპორტი მოძრაობს.