თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში 25 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს ჰქონდა თუ არა მას H1N1 შტამის ვირუსი.
ოთარ ჩილაშვილი ოჯახის წევრებმა რუსთავიდან თბილისში 29 დეკემბერს ჩამოიყვანეს.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მას არასათანადო მკურნალობა ჩაუტარდა, პაციენტს “ტამიფლუ” დროულად არ მისცეს და შესაბამისად, დაავადების პროგრესი მალე მოხდა.
„დღეს მეუბნება ექიმი, რომ მე ვერაფერს ვშველი, ღვიძლი დაშლილი აქვს, თირკმელი აღარ მუშაობსო.
ოთხი დღე სიცხე ჰქონდა და სიცხის დამწევი პრეპარატები არ გაუკეთეს იმისთვის, რომ სიცხე დაწეოდა,“ – ამბობს პაციენტის მამა გია ჩილაშვილი.
ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებას არ ადასტურებენ თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში 9 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან რვა შემთხვევაში H1N1 შტამის ვირუსი ლაბორატორიულად დადგენილია.