„საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის” და ჟურნალი STYLE -ს ორგანიზატორობით, თბილისში, 2021 წლის 10 ივლისს, 17:00 საათზე, ფუნიკულიორის კაფე ,,ანდერვილის,, ტერასაზე, არქიტექტურის IX საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა: მე – 15 საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის ,,არქიტექტურული პრემია 2021,, – ის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი. კონკურსში მონაწილეობას იღებენ ქართველი და უცხოელი არქიტექტორები.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, სულ 10 ნომინაციაში შემოვიდა 186 ნამუშევარი. მონაწილეობა მიიღო 157 ქართველმა და უცხოელმა არქიტექტორმა დიზაინერმა და სტუდენტმა.
არქიტექტურული კონკურსი ჟურნალი «სტილის“ ორგანიზებით პირველად 2006 წელს ჩატარდა. მას შემდეგ, ტრადიციულად, ის ყოველ წელს ტარდება არქიტექტურისა და ინტერიერის დიაზინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალთათვის: 2008 წლიდან – ჟურნალი „სტილის“ და მის ბაზაზე დაფუძნებული ,,არქიტექტურული კლუბის“ ორგანიზატორობით, ხოლო 2011 წლიდან – ჟურნალი „სტილის“, ,,არქიტექტურული კლუბის“ და „საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის“ ორგანიზატორობით.
კონკურსი ქალაქმშენებლობის, შენობების, საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი სივრცის, ინტერიერის დიზაინის სფეროს და სტუდენტურ არქიტექტურულ, თუ ინტერიერულ პროექტებს მოიცავს. საერთაშორისო კონკურსი ტარდება არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალთათვის. საერთაშორისო კონკურსის მიზანია, საუკეთესო პროექტების წარმოჩენა და იმ არქიტექტორებისა თუ დიზაინერების დაფიქსირება, რომელთაც თავისი წვლილი შეაქვთ არქიტექტურის განვითარების საქმეში.
საერთაშორისო კონკურსში – არქიტექტურული პრემია – მკაფიოდ აისახება არქიტექტურაში მომხდარი ყველა უახლესი აქტუალური მოვლენა, შედეგი საზოგადოების ჯეროვან ინტერესს იწვევს და მის წარმატებას განაპირობებს. საერთაშორისო კონკურსში – არქიტექტურული პრემია – 2006 წლიდან დღემდე, მრავალმა არქიტექტორმა, დიზაინერმა, თუ სტუდენტმა წარმოუდგინა პროფესიონალებს და საზოგადოებას საკუთარი ინოვაციური პროექტი თუ ხედვა.
2006 წლიდან დღემდე, საერთაშორისო კონკურსში შემოსული იყო 3500-მდე არქიტექტურული ნამუშევარი. ამ პერიოდში მრავალი მონაწილესთვის კონკურსში წარმატების მიღწევა, რეალურად, პირველი ნაბიჯი აღმოჩნდა შემოქმედებითი აღმავლობის და წარმატებულად თვითრეალიზაციის გზაზე.
„საერთაშორისო კონკურსმა საქართველოშიც და საერთაშორისო სარბიელზეც, არქიტექტურისა და სამშენებლო სფეროსთან ასოცირებული კომპანიების საკმაო ინტერესი და აქტიური მხარდაჭერა გამოიწვია. ჩვენი კონკურსის ისტორიის მანძილზე 75-ზე მეტმა კომპანიამ დაგვიჭირა მხარი. ეს ყოველივე კი ინვესტორსა და არქიტექტორს შორის სრულყოფილ, წარმატებულ ალიანსს განაპირობებს.
– საერთაშორისო კონკურსის ნომინაციები მტკიცდება ჟიურისა (პროფესიული ) და კონკურსის ორგანიზატორების მიერ;
საერთაშორისო კონკურსზე განიხილება ნამუშევრები – რეალიზებული და სარეალიზაციო პროექტები და სტუდენტური პროექტები – შემდეგი ნომინაციების მიხედვით:
-
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (რეალიზებული);
-
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან კომპლექსი (რეალიზებული);
-
საცხოვრებელი ინტერიერი (რეალიზებული);
-
საზოგადოებრივი ნაგებობა (რეალიზებული);
-
საზოგადოებრივი ინტერიერი (რეალიზებული);
-
რესტავრაცია-რეკონსტრუქცია (რეალიზებული);
-
მწვანე არქიტექტურა (რეალიზებული);
-
სტუდენტური პროექტი;
-
არქიტექტურული პროექტი;
-
ქალაქგეგმარებითი პროექტი;
– ნამუშევრები ფასდება შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:
-
ფორმა;
-
ფუნქცია;
-
ინოვაცია;
-
კონცეპტუალურობა;
-
რეალობასთან სინქრონი (ადაპტაცია).
– საერთაშორისო კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულ არქიტექტორებს ენიჭებათ “არქიტექტურული პრემია 2021”.
არქიტექტურული პრემიას წარმოადგენს: პრემიის სიმბოლო – მცირე ფორმის სკულპტურა; ლაურეატის დიპლომი; ალტერნატიული ჟიურის პრემია; პროექტის მხარდამჭერის ან სპონსორის პრემია.
საერთაშორისო კონკურსის ხელმძღვანელია ორგკომიტეტი, რომელიც ჩამოყალიბდა კონკურსის დამფუძნელებისა და ორგანიზატორების ბაზაზე და სამუშაო შეასრულა წინასწარ განსაზღვრული პირობების საფუძველზე. ორგკომიტეტის წევრები, პროექტის ორგანიზატორების გარდა, საერთაშორისო კონკურსების “არქიტექტურული პრემია” -ს ლაურეატებიც არიან. ჟიურის შემადგენლობა მტკიცდება საერთაშორისო კონკურსის “არქიტექტურული პრემია 2018” ერთ-ერთი ორგანიზატორის – საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის მიერ.
“არქიტექტურული პრემია 2021”-ის საერთაშორისო ჟიური, საკონკურსო ნამუშევრებიდან ირჩევს ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ საუკეთესო პროექტებს. პროფესიული ჟიურის წევრებს ურიგდებათ (ეგზავნებათ) პერსონალური კოდები და კონკურსის ვებგვერდზე: www. archiaward.com – 10 ბალიანი სისტემით აფასებენ ობიექტებს.
სპეციალურ ვებგვერდზე: www. archiaward.com – ზე წარმოდგენილი ობიექტები ყველასთვისაა ხელმისაწვდომი და საზოგადოების თითოეულ წევრს, თავად, შეუძლია, ასევე 10 ბალიანი სისტემით შეაფასოს ისინი, რაც კონკურსის საერთაშორისო ჟიურის შედეგებთან შეჯერებით, ავტომატურად ჯამდება და ფიქსირდება .
ყოველი საკონკურსო პროექტი, საბოლოო შეფასებამდე, ავტორის (ავტორთა ჯგუფის) მითითების გარეშე, პერსონალური ID-ით არის წარმოდგენილი. საბოლოოდ თითოეულ ნომინაციაში შეირჩევა ორი, სამი ან ოთხი საუკეთესო ობიექტი, რომელთაგან განსაკუთრებულად აღინიშნება ერთ-ერთი – მათგან ყველაზე მაღალი ქულის მფლობელი და მხოლოდ ამის შემდგომ ხდება ცნობილი კონკურსში მონაწულე ავტორთა ვინაობა.
დაჯილდოების ცერემონიალის დასასრულს, საერთაშორისო ფესტივალის და კონკურსის შედეგების მიმოიხილვის შემდეგ, ცხადდება შემდგომი საერთაშორისო კონკურსი -“არქიტექტურული პრემია 2022”.
დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალის და პრეზენტაციის ამსახველი მასალა შუქდება მასმედიაში, ქვეყნდება ვებგვერდებზე: www.archiaward.com ; www. Archias.ge, სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/archigeorgia და იბეჭდება ჟურნალ ,,სტილში“ (#76).
საერთაშორისო არქიტექტურული ფესტივალით დაინტერესების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ: ტელ: 593 42 74 73; 599 105 603 E-mail: [email protected]
დეტალურად, ინფორმაციას საერთაშორისო კონკურსების და ჩვენი საქმიანობის შესახებ გაეცანით ვებ-გვერდებზე: www.archiaward.com ; www. Archias.ge“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ღონისძიების ორგანიზატორები ავრცელებენ.