LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში სასულიერო პირებმა მუსიკალური ფესტივალი ჩაშალეს

89

როკ მუსიკის ორდღიანი ფესტივალი Tbilisi JAM Fest 2016, რომელიც ზაჰესში დღეს დაიწყო, მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად ჩაშალეს.

როგორც ფესტივალზე გამომსვლელი ჯგუფ “დაგდაგანის” წევრი, ირაკლი შენგელია “ფორტუნასთან” საუბარში აცხადებს, ფესტივალის ტერიტორიაზე შესულ მონაზონს სიტყვით გამოსვლა უნდოდა:

“ძალიან ბევრი ხალხი იყო, ყველაფერი არ დამინახავს, მაგრამ შევესწარი სიტუაციას, ფესტვალის ორგანიზატორი ესაუბრებოდა მონაზონს. როგორც ამბობდნენ, მონაზონს სიტყვით გამოსვლა უნდოდა, რომ მიემართა ხალხისთვის რომ ეს ფესტივალი ცუდ ტერიტორიაზე იმართებოდა. წყნარად მიდიოდა ყველაფერი, არაფერი ცუდი არ მომხდარა. მერე უცებ შუქი ჩაქრა. გაგვიკვირდა, მერე თქვეს რომ ეს ფესტივალი ზაჰესის ტერმინალზე ტარდებოდა და შუქი ტერმინალის მეპატრონემ გამორთო” –  აცხადებს შენგელია.

ირაკლი შენგელიას თქმით, ფესტივალის ტერიტორიის გარეთ, მისული იყვნენ პოლიციელები, რის გამოც თავიდან იქნა აცილებული ფიზიკური დაპირისპირება. როგორც ორგანიზატორებმა დამსწრეებს განუცხადეს, მათ შესაძლოა ალტერნატიულ ადგილზე ჩაატარონ ჩაშლილი ფესტივალი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები