LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში სასტუმრო ”მუზეუმი” გაიხსნა

435

თბილისში სასტუმრო ”მუზეუმი” გაიხსნა. სასტუმრო  ათონელის ქუჩაზე, მაიკო ორბელიანის ყოფილ სასახლეში მდებარეობს და  46 ნომრისა და 3 კვების ობიექტისგან შედგება.

როგორც დღეს „მუზეუმის“ გახსნაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, “მუზეუმში”  8 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და 100 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

“მინდა, ძალიან დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლიდან, 2013, 2014, 2015 წლებში 508 სტუმრების განთავსების ობიექტი შევიდა ექსპლუატაციაში და ჩვენ არ ვანგარიშობთ 2012 წელს. სულ დღეს საქართველოში გვაქვს 1200-ზე ოდნავ მეტი სასტუმრო და ამ სასტუმროებიდან 41% ექსპლუატაციაში შევიდა სწორედ რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

 

მისი თქმით,  ეს არის იმის დამსახურება, რომ ბიზნესი დღეს არის მონდომებული, კერძო სექტორი აკეთებს თავის საქმეს და ქვეყანაში იდება ინვესტიციები, ასევე არსებობს ტურიზმის განვითარების სტრატეგია, რომელიც გარანტირებულად ამბობს, რომ 6 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორიდან საქართველო აუცილებლად ავა 11 მილიონამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები