LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში საქართველო-ყაზახეთის ბიზნესფორუმი გაიმართება

75

24 სექტემბერს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ყაზახეთის საერთაშორისო ვაჭრობის პალატის ორგანიზებით თბილისში, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში საქართველო-ყაზახეთის ბიზნესფორუმი გაიმართება.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ღონისძიების მიზანია საქართველოსა და ყაზახეთის ბიზნეს -სექტორებს შორის კომუნიკაციის დამყარება და ამ გზით ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობა. ფორუმის ფარგლებში ქართულ და ყაზახურ კომპანიებს შორის ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას 12 ყაზახური კომპანია მიიღებს. ჩეხეთის ბიზნესდელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენენ შემდეგ სფეროებს: საგზაო ინფრასტრქტურა, ქიმიური მრეწველობა, სამთო მრეწველობა, ელექტრო მოწყობილობების წარმოება, კომერციული აღჭურვილობების გაყიდვა და სხვ.

ფორუმის პირველ ნაწილში ყაზახური დელეგაციისთვის გაიმართება პრეზენტაციები საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის შესახებ. ასევე, ქართული ღვინის, სოფლის მეურნეობის სექტორის საინვესტიციო პოტენციალისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ.

ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ყაზახეთის საერთაშორისო ვაჭრობის პალატას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რომლის მიზანიც მხარეებს შორის თანამშრომლობის გამყარებაა, ბიზნესსექტორების კომუნიკაციისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობის მიმართულებით.

ცნობისთვის, 2018 წლის იანვარი-ივლისის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ყაზახეთს შორის წინა წელთან შედარებით, გაიზარდა 67%-ით და განისაზღვრა 77 მლნ. აშშ დოლარით, რამაც შეადგინა საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 1,1%. კონკრეტულად: ექსპორტი გაიზარდა 29%-ით და განისაზღვრა 39,8 მლნ. აშშ დოლარით, რამაც შეადგინა საქართველოს ექსპორტის 2,1%. რეექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში წარმოადგენს 46% და შეადგენს 18,3 მლნ. აშშ დოლარს. იმპორტი კი გაიზარდა 75%-ით და განისაზღვრა 37.2 მლნ. აშშ დოლარით, რამაც შეადგინა საქართველოს იმპორტის 0,7%.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები