LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან ოპოზიციის წარმომადგენლების აქციები იმართება

70
vakesaburtalo

თბილისში, საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომების პარალელურად ოპოზიციის წარმომადგენლების აქციები მიმდინარეობს.

ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო ადმინისტრაციებს არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ და სხდომებზე დასწრებას ითხოვენ.

საოლქო კომისიის შენობებთან მობილიზებულია პოლიცია.

ცოტახნის წინ ინციდენტი მოხდა საბურთალოს საოლქო კომისიასთან, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატი ალეკო ელისასვილი მივიდა. ის კომისიაში შესვლასა და ხმის დათვლის პროცესში მონაწილეობას ითხოვს, თუმცა მას საოლქო კომისიის შენობაში არ უშვებენ.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, სამართალდამცავებთან დაპირისპირების შედეგად მისი მეგობარი შალვა კარელიძე დააკავეს.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, დაკავებულია “ერთიანი საქართველოს” პოლისტსაბჭოს კიდევ სამი წევრი.

აქციებზე ასევე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები – ლევან ხაბეიშვილი, ხატია დეკანოიძე, „ერთიანი საქართველოსა“ და „ლელოს“ წარმომადგენლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები