Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
თბილისში საოფისე ბაზრის ათვისება, პრეპანდემიურ პერიოდთან შედარებით, 3-ჯერ გაიზარდა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში საოფისე ბაზრის ათვისება, პრეპანდემიურ პერიოდთან შედარებით, 3-ჯერ გაიზარდა

61
800x600-1516716351

ჰიბრიდული პრაქტიკის დანერგვის პარალელურად, 2021 წელს, თბილისის თანამედროვე საოფისე ბაზარზე უპრეცედენტო წმინდა ათვისების შედეგი (24,000კვ.მ) დადგა. ინფორმაციას Colliers International Georgia ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობითვე, თანამედროვე საოფისე ბაზრის განვითარებას 2014 წლიდან დღემდე, კვალდაკვალ მიჰყვება უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია „კოლიერსი“. „კოლიერსმა“ წელსაც შეაჯამა საოფისე უძრავი ქონების ბაზარი. კვლევიდან გამოიკვეთა, რომ 2020 წლის სუსტი პერფორმანსის შემდეგ, 2021 წელს საოფისე ბაზრის წმინდა ათვისება პრეპანდემიურ პერიოდთან შედარებით 3-ჯერაა გაზრდილი.

„2021 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, პატარა ფართობის ოფისებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო. ჯამური ათვისებული ფართის 76.6% სწორედ პატარა – 500კვ.მ და ნაკლები ზომის საოფისე სივრცეებზე ნაწილდებოდა. შედარებით ნაკლები იყო ათვისება 500-1000 კვ.მ და 1000+ კვ.მ ფართობების ოფისების შემთხვევაში. მათმა ათვისებამ, შესაბამისად, 13.1% და 10.3% შეადგინა. 2021 წლის მეორე ნახევარში მოთხოვნა მცირედით იყო გაზრდილი შედარებით დიდ საოფისე ფართებზე, პატარა ოფისების ათვისების წილი 64%-იან ნიშნულზე იყო, საშუალო და დიდი ზომის ოფისების ათვისება კი, შესაბამისად, 24% და 12%-ს შეადგენდა”, – ნათქვამია Colliers International Georgia-ს კვლევაში.

კოლიერსის პროგნოზით, უპრეცედენტო ათვისების შედეგი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. ერთის მხრივ, – სახელმწიფოს პოლიტიკამ აიტი კომპანიებისა და საერთაშორისო კომპანიების შემოსვლასთან დაკავშირებით გაზარდა ბიზნესაქტივობა, რაც პოზიტიურად აისახა საოფისე ბაზარზე. მეორეს მხრივ, – ადეკვატური საიჯარო განაკვეთებისა და დატვირთულობის მაჩვენებლები ნელ-ნელა აღმოსავლეთ ევროპის შედეგებს მიუახლოვდა, ეს კი ტენანტებისთვის მიმზიდველ პირობებად იქცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები