LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში სანამ არ მოწესრიგდება მეტრო და სანამ მტკვარზე არ გაკეთდება მინიმუმ 4-5 ხიდი, არაფერი არ ეშველება ამ სატრანსპორტო სისტემას: გიორგი გახარია

121
1597918961-გახარია-1024x698

ვაკეში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე გიორგი გახარიამ თბილისის სატრანსპორტო ეკონომიკური პოლიტიკის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, თბილისში სატრანსპორტო სისტემის მოსაწესრიგებლად მეტრო უნდა მოწესრიგდეს და მტკვარზე რამდენიმე, მინუმუმ 4-5 ხიდი უნდა გაკეთდეს, წინაღმდეგ შემთხვევაში გახარია ამბობს, რომ „სატრანსპორტო სისტემას არაფერი არ ეშველება“.

„თბილისის შემთხვევაში დასამარცხებელია კორუფცია, დასამარცხებელია ნეპოტიზმი. ადამიანები არიან ჩასართავი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თბილისში შესაქმნელია თბილისის ეკონომიკური პოლიტიკა. დღეს თბილისის ეკონომიკური პოლიტიკა არ არსებობს. თბილისის ეკონომიკა ვიღაცას ჰგონია, რომ მართლა ღამის ეკონომიკაა. რაც მთავარია, მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ეს რესურსი რომლითაც ქუჩები იგება, ფასადები იღებება, ხეები ირგვება, რაღაც წყალგაყვანილობა კეთდება, ეს ჩვენი ფულია. ეს ყველას უნდა ესმოდეს, რომ თითო თეთრის ხარჯვაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს ნებისმიერი საჯარო მოხელე და ამიტომ ეს საჯარო მოხელეები პოლიტიკისგან თავისუფლები უნდა იყვნენ და უნდა ემსახურებოდნენ ხალხს და ქვეყანას. ეს იქნება ძირითადი პრინციპები. ახლა დეტალებში არ შევალ, თუმცა თითოეული რაიონისთვის, მარტივ მაგალითს გეტყვით, ტრანსპორტის ნაწილი. თბილისში, ისტორიულად, ჩემი მოგონილი არ არის, უამრავი ქალაქგეგმარებითი დოკუმენტია შექმნილი და აკადემიკოსები მუშაობდნენ ამაზე.

თბილისში სანამ არ მოწესრიგდება მეტრო და სანამ მტკვარზე არ გაკეთდება კიდე რამდენიმე, მინიმუმ 4-5 ხიდი, არაფერი არ ეშველება ამ სატრანსპორტო სისტემას“, – განაცხადა გახარიამ.