თბილისში, საღამოს საათებში ავტობუსების 34 მარშრუტზე დამატებითი რეისები შესრულდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, საღამოს საათებში მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტზე ინტერვალების შესამცირებლად დამატებითი რეისები შესრულდება.
„მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვის პერიოდში მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესებისთვის თბილისის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შემდეგ მარშრუტებზე გავრცელდება: N2, N3, N6, N11, N15, N17, N19, N20, N25, N27, N39, N42, N44, N46, N47, N49, N50, N55, N56, N59, N61, N62, N70, N71, N72, N85, N86, N87, N88, N91, N92, N99, N101 და N102“, – აცხადებენ მერიაში.