LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში საცხოვრებელი სახლის სახურავიდან 13 წლის გოგონა გადმოვარდა

87

თბილისში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან 13 წლის გოგონა გადმოვარდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.

რუსთავი2-ის ცნობით, გოგონა იმ კორპუსის მოპირდაპირე სახლში ცხოვრობდა, სადაც ის სიცოცხლის ბოლო წუთებში იმყოფებოდა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ქმედება ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები