თბილისში, პეკინის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულიდან ახალგაზრდა გოგო გადმოვარდა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგო მრავლობითი მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.