თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულის აივნიდან 75 წლამდე ქალი გადმოვარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ბაზალეთის ქუჩაზე მოხდა. გადმოვარდნის შემდეგ კი ქალი კონტაქტური იყო და ის კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც დაზარალებულის მეზობლები ამბობენ, სავარაუდოდ, ეს უბედური შემთხვევა იყო, რადგან ქალს მხედველობა ჰქონდა დაქვეითებული.
“ფორტუნას” ფაქტი დაუდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს.