თბილისში, ორბელიანის მოედანზე ხანძარი იყო.
როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, საახალწლო სოფელში ცეცხლი ხის ერთ-ერთ ჯიხურს გაუჩნდა.
მათივე ინფორმაციით, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
რა გახდა ხანძრის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
ფოტო: 1 არხი