LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში საახალწლო ბაზრობა „კოოპმარკეტი“ გაიმართა

1545637248

ბუკიას ბაღში საახალწლო ბაზრობაკოოპმარკეტიმოეწყო. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გამართულ გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედმა აგროპროდუქციის მწარმოებელმა 30 -მდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა მიიღო .

კოოპმარკეტზეწარმოდგენილი იყო სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილი სასოფლოსამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქცია – თაფლი, ღვინო, ჩაი, ქართული ნუგბარი – ჩირი, ჩურჩხელა, ასევე ხილი და ყველი. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა საახალწლოდ უკვე მეორედ ჩატარდა.

დღეისათვის, საქართველოში სხვადასხვა დარგის 1000-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული. სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და, შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები