LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ქალთა თავისუფლების შეზღუდვის ახალი დაწესებულება გაიხსნება

99

2016 წლის მეორე კვარტლიდან ქალთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება დაიწყებს ფუნქციონირებას.

როგორც ”ფორტუნას” სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტროში განუცხადეს, ამ მიზნით, დაწესებულების სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის და შემდგომი ფუნქციონირებისთვის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში 800 000 ლარია განსაზღვრული.

დაწესებულება თბილისში, თავისუფლების აღკვეთის N9 დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.

ქალთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება 75 მსჯავრდებულზე იქნება გათვლილი და თითოეული მათგანისთვის არანაკლებ 5 კვ.მ საცხოვრებელი ფართი გამოიყოფა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები