თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ქალის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული და ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.
შსს-ს ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.