LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში პირველი Wolt Market გაიხსნა – მალე ის რეგიონებშიც გამოჩნდება

178
ipiccy-image

თბილისში, ცინცაძის ქუჩის 37-ში, პირველი Wolt Market გაიხსნა. Wolt-ის პლატფორმაზე არსებული 1000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი ახლა უკვე Wolt Market-შია ხელმისაწვდომი, სადაც პროდუქციის შერჩევა და შეკვეთა მარტივი და მოხერხებული, ხოლო მიტანის სერვისი ძალიან სწრაფია და ის 30 წუთს არ აღემატება.

კომპანიის ინფორმაციით, Wolt Market-ების ქსელი თბილისში მალე გაფართოვდება და ის ყველა უბანში ხელმისაწვდომი იქნება, ხოლო სამომავლოდ, Wolt Market-ები ბათუმსა და ქუთაისშიც გაიხსნება.

Wolt საქართველოში 2018 წლის მაისიდან ოპერირებს. დღეს, Wolt-ის აპლიკაციით კერძების და სხვადასხვა პროდუქტის შეკვეთა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის და წყნეთის 650-ზე მეტი ობიექტიდანაა შესაძლებელი და მისი სერვისით, ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.

აღსანიშნავია, რომ Wolt-ის სულ პირველი Wolt Market ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში 2020 წლის გაზაფხულზე გაიხსნა. თავად Wolt-იც ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში, 2014 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საკვების აღმოჩენისა და მიტანის სერვისს ამარტივებს. დღეს, Wolt მსოფლიოს 23 ქვეყანაში, 100-ზე მეტ ქალაქში ხუთ მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები