დედაქალაქში წინასაახალწლო სამზადისი გრძელდება. თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, პირველი რეპუბლიკის მოედანი გადაიკეტება.
„დღეს, 15 დეკემბერს, 11:00 საათიდან პირველი რეპუბლიკის მოედანი გადაიკეტება, სადაც საახალწლო სოფელი მოეწყობა. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – აცხადებენ მერიაში.