თბილისში, პეკინის ქუჩაზე, ,,საქართველოს ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს.
„ფორტუნას“ ინფორმაციით, ბანკში ნიღბიანი პირი შეიჭრა და თანხა გაიტაცა. თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელი შეიარაღებული იყო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ წუთებში, ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
რა რაოდენობის თანხაა წაღებული ბანკიდან, უცნობია.
დეტალების გარკვევას „ფორტუნა“ შსს-ში ცდილობს.