დიდუბეში ორი ადამიანი, სავარაუდოდ, შელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს. შემთხვევა, წყალტუბოს ქუჩაზე მოხდა. ინფორმაცია რადიო “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.
ადგილობრივები ყვებიან, რომ რამდენიმე პირს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა, რასაც ახალგაზრდების დაჭრა მოჰყვა, თუმცა დეტალები და მიზეზები უცნობია.
საბურთალოზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს - როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი
არსებული ინფორმაციით, დაჭრილები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მხულით დაიწყო.