LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე სამსართულიანი შენობის კედელი ჩამოინგრა

176
ninoshvili

ჩუღურეთის რაიონში, ნინოშვილის ქუჩაზე სამსართულიანი შენობის კედელი ჩამოინგრა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ფრაგმენტული ნგრევის შედეგად არავინ დაზარალებულა.

ამავე ინფორმაციით, ნინოშვილის ქუჩაზე წყალარინების ქსელის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობდა.

„ნინოშვილის ქუჩაზე, მოსახლეობის მომართვიანობის საფუძველზე წყალარინების ქსელის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობდა. პროექტის მსვლელობისას ჩუღურეთის რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანიის მიერ აღმოჩენილი იქნა კომპანია GWP-ს მილის დაზიანება, მყისიერად გადაეცა საკითხი აღნიშნულ კომპანიას, რომელმაც გუშინ დაიწყო პრობლემაზე მუშაობა.

ფრაგმენტული ნგრევის შედეგად არავინ დაზარალებულა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ობიექტის შესწავლა თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის მიერ და თუ საჭირო გახდა, ჩუღურეთის რაიონის გამგეობა მოქალაქეებს უზრუნველყოფს საცხოვრებლით, ვიდრე აღნიშნული შენობა არ იქნება უსაფრთხო ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის“, – ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები