LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში მყოფ უკრაინულ ოჯახს დახმარება სჭირდება: „მათ 12 წლის შვილს 4 წლიდან ართრიტი აქვს და თუ კვირაში ერთხელ არ მიიღო პრეპარატი, ბავშვი სიარულს შეწყვეტს..“

748
ukraineli-ojaxi

მზიკო ჩხეიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს უკრაინული მრავალშვილიანი ოჯახის ფოტოებს. ისინი თბილისში არიან და მათ ერთ-ერთ პატარას, სერიოზული დაავადების გამო, სასწრაფოდ სჭირდება ფულადი დახმარება.

„მიჭირს, ემოციები დავმალო თუ რას განვიცდი, ეს ის ოჯახია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ზოოპარკში აღმოვაჩინე (უმრავლესობას გეცოდინებათ ჩემი წინა პოსტიდან), დღეს მთელი დღე მათთან ერთად გავატარე და მინდა გითხრათ, გაოცებული ვარ მათი შემართებით, თავდაპირველად, როცა ვუთხარი, რომ მინდოდა მცირეოდენით დავხმარებოდი, უარი მითხრეს იმის გამო, რომ მათზე ცუდ მდგომარეობაში სხვები არიან უკრაინაში. დღეს სულ გავნადგურდი, მათ მითხრეს, რომ უფროს შვილს, რომელიც 12 წლისაა, აქვს ართრიტი 4 წლიდან და თუ კვირაში ერთხელ არ მიიღო პრეპარატი, ბავშვი შეწყვეტს სიარულს (4 პრეპარატის ღირებულება 1000 ლარია, 1 თვის).

არ ვიცი, როგორ გადმოგცეთ, თუ რას განვიცდი, ბევრს ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა კვლავ ეს მძიმე პოსტი, მინდა გთხოვოთ, რომ ვისაც რა შეგვიძლია, მათ გვერდით დავუდგეთ, მესმის, ისედაც დათრგუნულები ვართ ადამიანები არსებული სიტუაციით და არ მინდა, კიდე მეტად დაგთრგუნოთ, მაგრამ რას ვიზამ.თ იმისთვის ვარსებობთ ადამიანები, რომ ერთმანეთს გვერდით დავუდგეთ და სხვისი ტკივილი ჩვენც გვტკიოდეს. ხვალ ჯანდაცვაშიც შევეცდები, გავარკვიოთ რამე პრეპარატის შესახებ, ან იქნებ, თქვენც ჩემი მეგობრებიდან იცოდეთ, რა ტიპის დახმარება შეგვიძლია ამ მხრივ გავუწიოთ.

#GE32TB7751345061100087.

#GE81BG0000000345910567“.