LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში „მწვანე არქიტექტურის“ სტანდარტების პირველი ინოვაციური სასტუმრო მოეწყობა

223
thumb

თბილისშიმწვანე არქიტექტურისსტანდარტების პირველი ინოვაციური სასტუმროს მოსაწყობად, 15 მილიონი ევროს ოდენობის უცხოური ინვესტიცია დაიხარჯება. აღნიშნული თანხა ტელეგრაფის შენობის მოსაწყობად „სილქ როუდ ჯგუფმა“ მოიზიდა.

220-ნომრიანი სასტუმრო 350 სამუშაო ადგილს შექმნის. პროექტის საბოლოო ვარიანტი ითვალისწინებს პირველ სართულზე საკვები ობიექტების, ხოლო სახურავზე კი ტერასის მოწყობას. ასევე საკმაოდ მოცულობითი შიდა ეზოს რეკონსტრუქციას საკონფერენციო და საბანკეტო ობიექტების განსათავსებლად.

„სილქ როუდ ჯგუფის“ ინფორმაციით, რეკონსტრუქცია ჩატარდება „მწვანე არქიტექტურის“ ეკოლოგიური ოქროს სტანდარტის (LEED Gold standard) დაცვით. აღსანიშნავია, რომ ტელეგრაფის შენობა იქნება პირველი კავკასიის რეგიონში, რომელიც რეკონსტრუქციას აღნიშნული სტანდარტით განახორციელებს.

ცნობისთვის, “სილქ როუდ ჯგუფმა” საინვესტიციო ხელშეკრულება 15 მილიონი ევროს დაფინანსების თაობაზე დანიის საინვესტიციო ფონდთან (IFU) გააფორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები