მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში ,,მუზეუმის ღამე” გაიმართება.
21 მაისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 21:00 საათზე რეჟისორ ესო კუპრეიშვილის სპექტაკლი „ფიროსმანი – ზმანება“ ჩატარდება.
სპექტაკლში ,,ფიროსმანი – ზმანება“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები და თოჯინები მონაწილეობენ. სპექტაკლი ეძღვნება ფიროსმანის დღეს, რომელიც ტრადიციულად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში აღინიშნება.
სპექტაკლის გარდა, 21:00 საათიდან გაიმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, მათ შორის მოსწავლეების ნამუშევრების პრეზენტაცია და შემეცნებითი თამაშები.
21:00-დან 01:00 საათამდე გალერეაში შესვლა თავისუფალია.