2 ივნისს, სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“ ორთაჭალჰესზე პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს. სამუშაოები გაგრძელდება ერთი დღის განმავლობაში, რაც გამოიწვევს ორთაჭალჰესის ერთდღიან გაჩერებას.
შედეგად, თბილისში მდინარე მტკვრის კალაპოტში წყლის დონე დაიწევს და ერთი დღით ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება .
აღნიშნული სამუშაოები განხორციელდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დოკუმენტის და კანონმდებლობით დადგენილი გარემოსდაცვითი ნორმების გათვალისწინებით.