თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
მსუბუქი ავტომობილი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა სამი ადამიანი, გავრცელებული ცნობითვე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და გადაყვანილები არიან საავადმყოფოში.
„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ასევე, ვარკვევთ, როგორია დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.